აქტუალური საკითხი: სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვა

"ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს რათა სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტად იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება. თუ ეს განხორციელდა, იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ასევე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II
2008 წლის სააღდგომო ეპისტოლე

ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ბაკალავრიატის ბიზნესის ადმინისტრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის, ამოქმედდა "სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის” შემსწავლელი მოდული.

ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ვთხოვეთ აკადემიურ დოქტორს, ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტს, "სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის” თსუ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის "სურსათის მარკეტინგის” სასერთიფიკატო კურსების სასწავლო მენეჯერს, გამოცდილ სპეციალისტს, ქალბატონ მზია წულუკიძეს.

-ქალბატონო მზია, საქართველოში სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის პრობლემის წინა პლანზე წამოწევა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნას წარმოადგენს. როგორ შედგა ახალი სასწავლო პროგრამა თსუ სტუდენტებისათვისდა?

-რეორგანიზაციისა და თანამედროვე ტიპის სწავლებაზე გადასვლის პირობებში შემუშავდა თვისობრივად ახალი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრამა გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს განვავითაროთ შემდგომი კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები ბიზნესში, სამეცნიერო ექსპერტიზასთან ერთად, უზრუნველვყოთ ამ დარგის სპეციალისტებით საქართველოში სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სისტემის რეფორმა, ვინაიდან საქართველოსათვის პრიორიტეტს სწორედ სურსათის ბიზნესი წარმოადგენს.

სასწავლო პროგრამა "სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვა,” რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნული მოდულის შემოღებას, შედგენილია ევროპისა და აშშ-ს პრიორიტეტული უნივერსიტეტების ანალოგების შეჯერებისა და ნაციონალური ინტერსების გათვალისწინებით. კერძოდ, ინგლისის რედინგის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრმის "Food Sciense with Business” BSC (სურსათის მეცნიერება ბიზნესით) მიხედვით.

-კონკრეტულად, რას შეისწავლის ახალი სასწავლო პროგრამა?

-მსგავსი პროგრამა, რომელიც სრულად შეისწავლის სურსათთან დაკავშირებულ მთელ ჯაჭვს დამკვიდრებული ინტეგრირებული ტერმინის მიხედვით "ფერმიდან-სუფრამდე” მხოლოდ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზეა.  შესწავლის სფეროებია: სურსათის მეცნიერების საფუძვლები, სასურსათო პროდუქციის (როგორც მცენარეული, ისე ცხოველური) წარმოების ჯაჭვი, სასმელების ინდუსტრია, სურსათის უვნებლობისა და რისკების მართვა HACCP სისტემა (საფრთხის ანალიზისა და საკონტოროლო კრიტიკული წერტილები), რომელიც გულისხმობს კონტროლის მექანიზმების შექმნას სურსათის წარმოებისა და მომზადების თითოეულ ეტაპზე, მათ შორის დაფასოებისა და დისტრიბუციის ეტაპზე. ამ მიდგომის ფარგლებში ყურადღება ფოკუსირებულია არა საბოლოო პროდუქტის შემოწმებაზე, არამედ წარმოების პროცესზე და საფრთხეების ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაზე. საწარმოს, რომელსაც გარდამავალი პერიოდისათვის არ ექნება დანერგილი HACCP სისტემა არ უნდა ქონდეს თავისი ბიზნესის წარმატებისა და საზოგადოებრივი აღიარების იმედი.

-ფაქტია, რომ ქვეყანაში მწვავედ დგას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პრობლემა. თვლით, რომ აქ ერთ-ერთი მიზეზი შესაბამისი კვალიფიკაციის ნაკლებობაა?

-სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელ მარეგულირებელ სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს არ აქვთ უსაფრთხოების წესების დაცვის, სურსათიდან მომავალი სერიოზული საფრთხეების უზრუნველსაყოფად აუცილებელი აკადემიური კვალიფიკაცია და მეცნიერული ცოდნა, რაც ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორია "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის” შესახებ კანონის ამოქმედებისა.
როგორც ბრძანეთ, სურსათის უვნებლობის საკითხები ჩართულია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში. (ENP-AP), რომლის თანახმად ევროკავშირი საქართველოს ვალდებულებას აკისრებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სფეროში დააწესოს ევროპული სტანდარტები და უზრუნველყოს ეფექტიანი თანამშრომლობა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთოებების განვითარებისათვის.

აღნიშნული პრობლემითა და მისი საკადრო უზრუნველყოფით დაინტერესებულია ყველა სამთავრობო უწყება, რამეთუ იგი პოლიტიკის ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური საკითხია, სასურსათო პროდუქციის ხარისხი და უვნებლობა უმთავრესი ფაქტორია, რომელიც ბიზნესსა და სამომხმარებლო ბაზარზე წარმატებას უზრუნველყოფს.

-სად შეიძლება დასაქმდნენ მოდულის კურსდამთავრებულები?

-კურსდამთავრებულთა დარგობრივი კომპეტენცია იძლევა მათი დასაქმების საშუალებას სურსათის ბიზნესის ნებისმიერ რგოლში, სურსათის ინდუსტრიაში, მაკონტროლებელ ორგანოებში. სურსათის ინდუსტრიას ესაჭიროება შესაბამისი მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი  მენეჯერები, რომლებიც შეძელბენ მიიღონ გადაწყვეტილებები სურსათის ბიზნესის მომავალი საქმიანობის შესახებ. შრომის ბაზარზე ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალზე მაღალია და მომავალშიც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

-საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სპეციალობით შეიძლება დაინტერესდნენ არა მარტო სტუდენტები, არამედ საზოგადოების გარკვეული ფენები. მათ რა შეგვიძლია, რომ შევთავაზოთ?

-დიახ, მაქვს ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა “ სურსათის მარკეტინგის” ორთვიან სასერთიფიკატო კურსები. რომელთა მიზანია მაღალკვალიფიცირებული კადრების მომზადება სურსათის ბიზნესის სფეროში, როგორც საწარმოო, ისე სარეალიზაციო ქსელში სამუშაოდ. მსმენელებს მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია სასურსათო პროდუქციის ხარისხის, უვნებლობისა და ფალსიფიკაციის შესახებ.

კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს მიენიჭება “სურსათის მარკეტოლოგის” კვალიფიკაცია და მასზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

-ვფიქრობ ბევრს დააინტერესებს. სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მიღება?

-მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მისამართზე: თსუ მაღლივი კორპუსი, მარკეტინგის კათედრა, ოთახი 1114, ტელეფონი 304592. აქვე გეტყვით, რომ 20 სექტემბრიდან დაიწყება “სურსათის მარკეტინგის” ორთვიან სასერთიფიკატო კურსების პირველი ნაკადის სწავლება.

-დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.

ესაუბრა უჩა გოგიშვილი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსი