2015-11-19

სტუდენტური კოფერენცია

სტუდენტური კოფერენცია

        2015 წლის 18 ნოემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა საერთო საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია. კონფერენცია მოიცავდა 3 ეტაპს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა 80 სტუდენტი, რომელთაგან მე-3 ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეულ იქნა 10 საუკეთესო ნაშრომი.
       კონფერენციის თემატიკა მოიცავდა სამ მიმართულებას:
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი მენეჯმენტში, განათლებაში, ეკონომიკასა და ბიზნესში;
2. საგარეო ვაჭრობის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის;
3. საგარეო ურთიერთობების მნიშვნელობა საქართველოსთვის.
        ჟიურიში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი, სამეცნიერო კვლევითი სამსახურის უფროსი ასისტენტ-პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი, ასოცირებული პროფესორი რამაზ ფუტკარაძე, ასისტენტ-პროფესორი რუსუდან სეთურიძე.
       კონფერენცია წარიმართა საკმაოდ საინტერესოდ, გაიმართა დისკუსია კონფერენციის თეამატიკასთან დაკავშირებით. გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
პირველი ადგილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ლაშა უმეკაშვილი;
მეორე ადგილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ლია ნოზაძე და მათე შვანგირაძე;
მესამე ადგილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ნიკოლოზ მაზანაშვილი.
     სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის ფაკულტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.





 

Print

« იხ. ყველა სიახლე