და კვლავ ჩვენი სტუდენტების წარმატება

ა.წ. 4 ივნისს  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სტუდენტთა უნივერსიტეტთშორის სამეცნიერო კონფერენციას, რომელზეც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის ნინო ფარესაშვილის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იყვნენ ორი გუნდით: პირველი გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუდენტები:. ავთანდილ აბაშიშვილი, ნათია ჯაოშვილი, ლევან ქვარიანი, გულიკო დემეტრაშვილი, მარიამ იაკობიძე. ხოლო მეორე გუნდის შემადგენლობასი – ნინო ჩუტკერაშვილი, თიკო კახნიაშვილი, ანა გიორგაძე, მარიამ ჩარგეიშვილი, მარიამ ლელაძე.
კონფერენციაზე ორივე გუნდი წარმატებით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე ოფიციალურად არ მომხდარა საპრიზო ადგილების გამოვლენა, თსუ-ს პირველი გუნდის გამოსვლა დასახელდა, როგორც საუკეთესო გუნდური ნამუშევარი.