2019-12-09

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს თბილისის 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრენ

9 დეკემბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა თბილისის 89-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს თსუ მაღლივ კორპუსში განლაგებული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ფაბლაბი, ბლუმბერგის ლაბორატორია, რესურსცენტრები და აუდიტორიები. ახალგაზრდებს მასპინძლობა გაუწიეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ფარესაშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა დავით ნერგაძემ და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, ფაკულტეტზე არსებული სასწავლო და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები და სხვა.










Print

« იხ. ყველა სიახლე