2019-06-24

სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობა კომპანია პეპსიკოში

კვებისა და სასმელების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია „პეპსიკო“ გიწვევთ შეხვედრაზე „ INTERNS’ DAY”, რომელიც გაიმართება სპეციალურად თქვენთვის, რათა დაგეგმოთ თქვენი მომავალი კარიერა 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში საქართველოსა და ევროპაში.  

შეხვედრაზე თქვენ გაიცნობთ კომპანიის ლიდერთა გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც ისაუბრებენ პეპსიკოს ბიზნესის, ღირებულებების, კორპორატიული კულტურის შესახებ რაც 50 წელზე მეტია განაპირობებს პეპსიკოს ლიდერულ პოზიციებს FMCG სექტორში საერთაშორისო ბაზარზე. ასევე გაეცნობით მიმდინარე სტაჟირების პროგრამებს და შეძლებთ იქვე შეავსოთ განაცხადი თქვენთვის საინტერესო პროგრამაზე. შეხვედრის ბოლოს კი დააგემოვნებთ კომპანია პეპსიკოს უგემრიელეს პროდუქციას სნეკების, წვენების, რძის ნაწარმისა და გაზირებული სასმელების კატეგორიიდან.

გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე და მობრძანდით 25 ივნისს, 17:00 სთ-ზე სასტუმრო Best Western, 1 სართული (მის.: აფაქიძის ქ. #11)

Print

« იხ. ყველა სიახლე