ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-01

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა (ISIE) გიწვევთ ესეების კონკურსზე

გიყვართ წერა? და გაქვთ ფანტაზიის უნარი?
ესეების კონკურსი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც აქვს სურვილი კონკურენციის პირობებში ადგილზე მოცემული განსახილველი საკითხის მიხედვით ჩამოაყალიბოს ორთოგრაფიულად, მორფოლოგიურად და შინაარსობრივად გამართული თემა. კონკურსი იყოფა ორ ეტაპად:
11 ოქტომბერი-  პირველ ეტაპზე მოგეცემათ სათაური, რომლის მიხედვითაც 3 საათის განმავლობაში უნდა დაწეროთ 500-700 სიტყვიანი თემა, რომელშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება ჩამოყალიბებული თქვენი შეხედულება.
18 ოქტომბერი - შემდეგ ეტაპზე გადავა 10 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ სათაური და ესეს დასაწერად გამოყოფლი ექნებათ საათნახევარი. თითოეული მონაწილე ნაშრომებს წარადგენს მოწვეული ჟიურის წინაშე.
სამივე ადგილის გამარჯვებული მიიღებს სპეციალურ პრიზებს. მეორე ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1HFcAmiHfEQlilym3I5hxmUFLzeEeK_5HRkE2bxUTPds/viewform
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 7 ოქტომბერი (დღის ბოლომდე)
მონაწილეობის საფასური: 10 ლარი (გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://isie.eu/?page_id=583

Print

« იხ. ყველა სიახლე