2020-02-14

გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად;

საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 24 თებერვლის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი №307);
განმცხადებელი ვალდებულია საბუთების მიმღებ აპარატს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება (იხ. დანართი №1)
ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;
გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
დ)პროექტში მონაწილეთა CV;
ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი.
ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი №2)



Print

« იხ. ყველა სიახლე