მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ).

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს (მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით).

2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები
(ბრძ.115/01-01, 11.09.2012):

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 11-13 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 14 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 15-17 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 15 სექტემბერი (10 სთ.);
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 15 სექტემბერი (16 სთ);
თ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი (10 საათი);
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 16 - 18 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20 - 21 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 სექტემბერი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2012 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.