2019-12-07

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Quantori-ის წარმომადგენლების საჯარო ლექცია ბიოინფორმატიკის შესახებ და კომპანიის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია თსუ სტუდენტებისათვის


2019 წლის 12 დეკემბერს, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 14:00 სთ-ზე გაიმართება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Quantori-ის წარმომადგენლებთან. მოეწყობა საჯარო ლექცია თემაზე: „ბიოინფორმატიკის რეალური პრობლემები, მათი გადაწყვეტის  თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები“, ასევე გაიმართება კომპანიის, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია.

კომპანია Quantori წარმოადგენს მაღალი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითა და მომსახურებით. დღეისათვის Quantori თავისი პროგრამული პროდუქტებითა და გადაწყვეტილებებით (IT ტექნოლოგიები: Java, Python, JS, .NET, Cloud, Data Science, Big Data, Data Engineering, QA, DevOps, Bioinformatics, Computer Science) ემსახურება მსოფლიოს სხვადასხვა სფეროებს: ფინანსები, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, მედია  და სხვ.    

ლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნონ ბიოინფორმატიკის, როგორც მეცნიერების ინტერდისციპლინური დარგის (აერთიანებს კომპიუტერულ მეცნიერებას,  ბიოლოგიას, ინფორმაციულ ინჟინერიას, მათემატიკასა და სტატისტიკას) რეალური პრობლემები და ამოცანები.

ასევე მოიზიდოს დაინტერესებული სტუდენტები აღნიშნულ კომპანიაში სამუშაოდ.

შეხვედრას გაუძღვაბა კომპანია Quantori-ის ხელმძღვანელი ზაალ ბერიაშვილი.

სამუშაო ენა ინგლისური.

დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე