2019-12-06

ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი, უნდა წარადგინონ:


ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ.დანართი);
ბ) სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;
გ) სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით; 
დ) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;
ე) ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით; 
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 9 დეკემბერი, 18:00 სთ.

საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა  მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 311  ოთახი.

Print

« იხ. ყველა სიახლე