"სემინარების ციკლი" ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

18 ნოემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის პროექტ "სემინარების ციკლი"-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბზინესის ფაკულტეტის სტუდენტები "ახვლედიანი კონსალტინგ ჯგუფის’’ აღმასრულებელ დირექტორს, ბატონი ზვიად ახვლედიანს შეხვდნენ. კომპანია "ახვლედიანი კონსალტინგ ჯგუფი’’ აუკეთესო 10 კომპანიას შორის საერთაშორისო ორგანიზაციათა შემდეგ მე-7 ადგილს იკავებს და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ბიზნესის საკონსულტაციო სფეროში.

  შეხვედრაზე ბატონმა ზვიადმა ისაუბრა ზოგადად ბიზნეს კონკალტინგის ფუნქციებსა და განვითარებაზე საქართველოში. შემდგომ კი  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც კომპანია "ახვლედიანი კონსალტინგ ჯგუფი’’ -ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, შეინიშნებოდა ახალგაზრდების აქტიურობა, მობილიზებულობა და მოტივირებულობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს და განაცხადეს, რომ აღნიშული სემინარის საშუალებით მათ საშუალება მიეცათ რაციონალური, გონივრული პასუხები მიეღოთ დღევანდელ რეალობაში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე.

  "სემინარების ციკლის ფარგლებში, ამჯერად უკვე მეორე შეხვერდა მოეწყო, სტუდენტები უკვე შეხვდნენ საქართველოს სტრატეგიული განვითარების ფონდის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, რომელმაც სტუდენტებს საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა გააცნო. თსუ-ს სტუდენტებმა ბატონი ლადოსგან საჩუქრად ნაშრომების კრებულიც მიიღეს. "სემინარების ციკლი" მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება და სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი თსუ-ს სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ცნობილ ექსპერტებსა და ბიზნესმენებს" - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, თინათინ ახვლედიანი.