2019-09-09

საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელ სტუდენტებთან

2019 წლის 6 სექტემბერს თსუ - ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და თსუ - ის სტუდენტური თვითმმართველობის თანამშრომლობის ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრა პირველ კურსელ სტუდენტებთან .

თსუ - ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა - მა ეთერ ხარაიშვილმა ,    უფროსმა სპეციალისტებმა ნანა მაისურაძემ და ნინო ტალიკაძემ სტუდენტებს გააცნეს ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები , უნივერსიტეტში სწავლების პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები . შეხვედრა   კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა .  

თსუ - ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   ულოცავს   პირველკურსელებს სტუდენტის სტატუსის მოპოვებას,   საინტერესო და წარმატებულ საუნივერსიტეტო ცხოვრებას უსურვებს მათ !

 


Print

« იხ. ყველა სიახლე