ეკონომიკური ვიქტორინა სტუდენტებისათვის – ,,ეკო–მასტერი’’

პროექტის მიზანია ეკონომიკის  საწყისი კურსის სწავლების სტიმულირება. გუნდური მუშაობის, შეჯიბრისა და სტიმულების ამოქმედების გზით ცოდნის ინტეგრირებისა და პრაქტიკულ სიტუაციებში მისი გამოყენების უნარების რეალიზაცია. სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლება.
პროექტი მოიცავს სამ ეტაპს:
პირველ ეტაპი: მონაწილეთა რეგისტრაცია. მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმა : https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dHEwMUN1QzZFZGpvd0ZQZk0wYV81aXc6MQ
მეორე ეტაპი: შეჯიბრის I ტური.  მონაწილეები გაივლიან ტესტირებას და 36 ყველაზე მაღალი შეფასების მქონე გადავა II  ტურში. ისინი დაიყოფიან  6 გუნდად. IIტურში გუნდები წარსდგებიან თავიანთი გუნდის შესახებ პრეზენტაციით. ყველაზე ორიგინალური პრეზენტაციის მქონე გუნდი დაჯილდოვდება.
მესამე ეტაპი: –შეჯიბრის ფინალური ტური –ვიქტორინა. გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური .
ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებს, რომლებმაც მიიღეს კრედიტები მიკროეკონომიკის პრინციპებში. (აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება)
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსუ–ს სტუდენტურ თვითმმართველობას ( თსუ–ს მაღლივი კორპუსი. 102 აუდიტორია )  ან მოგვწერეთ
e-mail–ზე: edu.department1@yahoo.com
პროექტის ავტორი და კოორდინატორი: თსუ–ს ეკონომიკის პრინციპების კათედრის ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე. ასისტენტები : ასისტენტ–პროფესორები თ.ათანელიშვილი, მ.ჭითანავა და მ. გრიგოლია.
ორგანიზატორები: თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი.
სპონსორები: თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია.

პროექტის ჩატარების ვადები:  
•    რეგისტრაცია –   10 –დან 19 აპრილის ჩათვლით ( 18 :00 საათამდე )
•    I ტური –  21 აპრილი 15:00 საათი 208 აუდიტორია
•    II ტური – 12 მაისი