ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-09

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან, დოქტორანტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს,14:00 სთ.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე (მაღლივი კორპუსი, 206 აუდიტორია) სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის შეხვედრას გამართავს DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.

წარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები2016-2017 წლისთვის.
•    საზაფხულო ენის კურსი
(მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);
•    სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის ;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);

•    სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);

•    სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);

•    სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)

პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება  ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე