ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-14

პირველკურსელთა საზეიმო მიღება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


14 სექტემბერს, ახალი 2015-2016 სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის და პროფესორ-მასწავლებლების სახელით გაიმართა პირველკურსელ სტუდენტთა მიღების საზეიმო ცერემონიალი.

პირველკურსელებს ჩვენი ეროვნული სიამაყის, დედა უნივერსიტეტის სტუდენტის საპატიო წოდების მინიჭება და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სწავლაში წარმატებები უსურვეს:

- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ;
- თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა;
- მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნუგზარ თოდუამ;
- ყველაზე მაღალრეიტინგულმა პირველკურსელმა გვანცა გოგუამ;

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ ფაკულტეტის პროფესორების მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოვა  ხუთი ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენთა შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს:

- გვანცა გოგუა,
- ნინო თაბაგარი,
- გიორგი ცერცვაძე,
- ირაკლი ხალაძე,
- ქეთევან ქავთარაძე.





Print

« იხ. ყველა სიახლე