ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტთა სტაჟირება კომპანიაში SOCAR Georgia Gas

კომპანია SOCAR Georgia Gas და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა 2–თვიან სტაჟირებას საქართველოს რეგიონებში, SOCAR Georgia Gas–ის გაზგასამართ სადურებზე მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სტაჟირებისათვის შერჩეულია შემდეგი რაიონები:
  • კახეთი: გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი;
  • მცხეთა–მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი;
  • შიდა ქართლი: ხაშური;
  • იმერეთი: ზესტაფონი, ჭიათურა;
  • აჭარა: ბათუმი;
  • გურია: ოზურგეთი;
  • სამეგრელო: ზუგდიდი, ფოთი;
  • ქვემო ქართლი: მარნეული.

სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან მ.წ. ივნისი–ივლისის თვეში, მიეცემათ მცირედი სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, ხოლო რამოდენიმე გვერდიანი ანალიტიკური ანგარიშის მომზადების და მოწონების შემთხვევაში სექტემბრიდან დასაქმდებიან შესაბამის პოზიციებზე.

დაინტერესებულმა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებმა, გთხოვთ
13 მაისის 18.00 საათამდე გამოაგზავნოთ CV-ები სასურველი რაიონის მითითებით თსუ პროფ. დავით ნარმანიასთან, davit.narmania@tsu.ge, დამატებითი კითხვებისათვის ასევე შეგიძლიათ დარეკოთ, 899 116 633 begin_of_the_skype_highlighting               899 116 633        end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting               899 116 633        end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting               899 116 633        end_of_the_skype_highlighting.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანატი