ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
თავისუფალი დრო, რომელიც ქალაქ დონეცკში გამგზავრებამდე გვქონდა, ნაყოფიერად გამოვიყენეთ და უკრაინის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ. განსაკუთრებით კმაყოფილი ქართული დელეგაციის ბიჭები ჩანდნენ, რომლებიც უკრაინელი ქალბატონების ვიზუალურმა მხარემ გულგრილნი ნამდვილად არ დატოვა. დღემ საინტერესოდ ჩაიარა, საღამოს კი დონეცკის საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატისაკენ ავიღეთ გეზი, სადაც საზაფხულო სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი იგეგმებოდა.
2 ივლისს სვიატიგორსკის პანსიონატში დავბინავდით. დასვენების და ვახშამის შემდეგ “Global Village”-ზე საქართველოს პირველი პრეზენტაციის მისია გვეკისრებოდა, სადაც მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის სამზარეულო უნდა წარედგინა. როგორც აღმოჩნდა, მხო¬ლოდ ჩვენ არ დაგვვიწყებია ნაციონალური სამოსის წაღება და ქართულ კაბაში, ხევსურულ სამოსსა და ჩოხებში გამოწყობილებმა ვუმასპინძლეთ ქართულ სუფრასთან თავმოყრილებს. ინტერესი კი მართლაც დიდი გამოიწვია როგორც ჩვენმა ჩაცმულობამ, ასევე, ქართულმა სამზარეულომ. ყველას სურდა გაესინჯა გოზინაყი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და ტყლაპი, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო. მოდიოდნენ ფოტოების გადასაღებად და აღფრთოვანების გულწრფელ ემოციებს ვერ მალავდნენ. ქართველებისადმი ასეთი ყურადღება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი რუსი მეზობლებისათვის. თუმცა, მთავარი სიურპრიზები მათ ჯერ კიდევ წინ ელოდათ.
4 ივლისი ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან სწორედ ამ დღეს უნდა შეგვესრულებინა ჩვენი მთავარი მისია _ ქართული კულტურის და ტრადიციების წარმოჩენა. სრულიად მოულოდნელად, დაგეგმილი ლაშქრობა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდით. მიუხედავად იმისა, რომ მთაში სიარულით დავიღალეთ, შთაბეჭდილებებითაც დავიტვირთეთ: გავეცანით სვიატაგორსკის ლამაზ ბუნებას, მოვაწყეთ Barbecue და ბოლოს ვესტუმრეთ ადგილს, სადაც განდეგილები ცხოვრობდნენ.
დამღლელი დღის შემდეგ ბანაკში დაბრუნებულებს მხოლოდ ერთი საათი გვქონდა დარჩენილი პრეზენტაციის მოსამზადებლად. საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ერეკლე
საქართველოს პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ უმნიშვლოვანესი მისია და პირველ დღეს უკრაინელი მესაზღვრისთვის მიცემული "პირობა" ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო. 5 ივლისს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, სადაც მონაწილე ქვეყნების სტუდენტებმა საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს. მწვავე კონკურენციის მიუხედავად ცალსახად გამოვლინდა ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტების უპირატესობა, რაც ჩვენი დელეგაციის მიერ მოპოვებულ ჯილდოებსა და სიგელებში აისახა. ღონისძიების სპონსორების მიერ კონფერენციის გამარჯვებულისათვის დაწესებული ჯილდო _ ოქროს კალამი _ საუკეთესო მოხსენებისათვის მოიპოვა შორენა კალანდარიშვილმა. სიგელი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის გადაეცა დავით ნიკოლაიშვილს, ყველაზე ინოვაციური ნაშრომისათვის _ ერეკლე პირველს, ყველაზე პრაქტიკული ნაშრომისათვის _ რუსუდან გონგლაძეს.
ქართველების წარმატებები ამით არ დასრულებულა. 6 ივლისს გამართულ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო ქართველი სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა.
კონფერენციებთან, ლექციებთან და პრეზენტაციებთან ერთად იმართებოდა სხვადასხვა ტიპის საღამოები, როგორებიცაა: Gangster Party, Eastern Party, Cinema Party, სადაც შესაბამის კოსტუმებში გამოწყობილნი ძალიან კარგად ვერთობოდით.
და აი მოვიდა 7 ივლისიც, დამშვიდო¬ბების დღე. ყველას ისეთი განცდა დაგვეუფლა,
საზღვარზე აღარ დაგვხვდა ნაცნობი მესაზღვრე... მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ დავბრუნდით გამარჯვებებით, ახალი გამოცდილებით და ემოციებით დატვირთულნი ჩვენს სამშობლოში.
ეს იყო ერთკვირიანი მოგზაურობა, რომელმაც გარდა ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისა, შეგვმატა თავდაჯერებულობა და, რაც მთავარია, გავიჩინეთ უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთან ურთიერთობას ახლაც განვაგრძობთ ინტერნეტის მეშვეობით. ამგვარად ვცდილობთ ჩვენი კულტურისა თუ ფასეულობების ურთიერთგაზიარებას, აგრეთვე, საშუალება გვეძლევა მუდმივად ფორმაში ვამყოფოთ ჩვენი უცხო ენებისადმი (ინგლისური, რუსული) დამოკიდებულება.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
სტუდენტები რუსუდან გონგლაძე,
ერეკლე პირველი,
დავით ნიკოლაიშვილი
სტუდენტები რუსუდან გონგლაძე,
ერეკლე პირველი,
დავით ნიკოლაიშვილი
![](/i/_.gif)