2019-02-07

მორიგი შეხვედრა თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში

2019 წლის 7 თებერვალს, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისის 62-ე საჯარო სკოლას. მე-12 კლასელ მოსწავლეებს, ფაკულტეტის მიღწევებისა და წარმატებების შესახებ უამბეს დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, მისმა მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ფარესაშვილმა, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილემ მამუკა ხუსკივაძემ, ფინანსურმა მენეჯრემა აკაკი მიქაბერიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უჩა გოგიშვილმა. საუბარი შეეხო უნივერსიტეტში მიღების წინაპირობებს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლის მნიშვნელობას. მომავალი აბიტურიენტები დიდი ინტერესით გაეცნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ძლიერ მხარეებს, მიღწევებსა და შესაძლებლობებს. მე-12 კლასელებმა ინტერესი გამოხატეს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმართ და სტუმრებს მრავალი  საინტერესო  შეკითხვა დაუსვეს.  მოსწავლლები დაინტერესდნენ ფაკულტეტზე არსებული პროგრამებით, მიღების პირობებით და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებით.









Print

« იხ. ყველა სიახლე