პირველკურსელთა საყურადღებოდ!

გინდათ გრანტის გაუმჯობესება?
გინდათ პრაქტიკის, სტაჟირების და სამსახურის
მოძებნის პროცესში მეტი შანსი გქონდეთ?

– მაშინ გაიარეთ ზოგადი უნარების ტესტები,
შეამოწმეთ თქვენი თავი და მიიღეთ მეტი გამოცდილება!


საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ ზოგადი უნარების ტესტებში.
–    ტესტები ატარებს საცდელ ხასიათს. აღნიშნულ ტესტებში მონაწილეობით პირველკურსელი სტუდენტები ხელს შეუწყობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უფრო მაღალ დონეზე მოემზადონ ეროვნული გამოცდებისათვის.
–    ის პირველკურსელი სტუდენტები, რომლებიც გეგმავენ განცხადება შეიტანონ გრანტის გაუმჯობესების მიზნით, მიიღებენ უნიკალურ შანსს, საკუთარი თავი გამოსცადონ ანალოგიური ტესტირების პროცესში.
–    ამას გარდა, სტუდენტები კიდევ ერთხელ შეამოწმებენ საკუთარი მომზადების დონეს და გაივარჯიშებენ ზოგადი უნარების ტესტირებებში, რაც მათ მომავალში არაერთხელ დასჭირდებათ პრაქტიკის, სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივისთვის.
ყველა პირველკურსელს გელოდებით
        ხუთშაბათს, 20 დეკემბერს, 15:00 საათზე,
                 თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე და 202–ე აუდიტორიებში!