ახალგაზრდა ეკონომისტების მორიგი წარმატება
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_1.jpg)
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_2.jpg)
"ცოტა ძნელია ქართველი კაცი სტუმარ-მასპინძლობით გააკვირვო, თუმცა უკრაინელებმა ეს ნამდვილად შეძლეს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში დაგვაბინავეს და ქალაქის ღირსშესანიშნავი თუ გასართობი ადგილები დაგვათვალიერებინეს” – აცხადებს თორნიკე ჩხუტიაშვილი.
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_3.jpg)
![](/data/image_db_innova/ekon_4.jpg)
მეორე დღეს კი მთავარი დაიწყო; კონფერენცია გახსნილად გამოცხადდა, დაძაბულობამ ოდნავ იმატა, თუმცა ქართველებს ნაკლებად ეხებოდა. ბიჭები შემდეგი თემებით წარსდგნენ: ერეკლე პირველი – ა) “Innovative Aspects of a National Economic Development”, ბ) “Optimum Currency Area”; თორნიკე ჩხუტიაშვილი – “Paciliarities of Bussiness-Angel’s development in Georgia”; ბექა გოჩოლეიშვილი – “Use of nondocumentative information system in projecting Companies”
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_5.jpg)
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_6.jpg)
გადაჭარბებული არ იქნება თუკი ვიტყვით რომ ჩვენი მოხსენებები გამოირჩეოდა სხვებს შორის, აქტიურობდნენ შეკითხვების დასმისას, დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სხვადასხვა საჩუქრებით, ორგანიზატორებმა გამორჩეული თემებით დააკომპლექტეს და გამოუშვეს ახალი კრებული გლობალიზაციის ირგვლივ, რომელიც იწყება ქართველთა თემით ინოვაციურობის შესახებ. სიმწვავე არ აკლდა მათ მიერ დასმულ შეკითხვებსა თუ დებატებს, განსკაუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მიმართ.
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_7.jpg)
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_8.jpg)
შედეგი კი ამ ყველაფრისა ის გახლდათ, რომ ხმელინცკის ნაციონალური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტთან არსებული არაფორმალური ურთიერთობების ოფიციალური გაფორმება გადაწყვიტა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_9.jpg)
![](/data/image_db_innova/faculty_econ/ekon_10.jpg)
მთლიანად ქართული დელეგაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მხარდაჭერისთვის, ჩვენს დეკანს, ქ-ნ ელენე ხარაბაძეს განსაკუთრებული გულისხმიერებისა და გვერდში დგომისათვის. ასევე ზემოთხსენებული კონფერენციის ორგანიზატორებს ყურადღების, გულთბილი მასპინძლობისა და მოწვევისათვის; ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი სტუდენტის ცხოვრებაში და ვიმედოვნებთ მომავალშიც გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა, რათა არაერთ სტუდენტს მიეცეს საკუთარ ძალებში დარწმუნების და საერთასორისო გამოცდილების შეძენის შანსი.
ერეკლე პირველი
თორნიკე ჩხუტიაშვილი
![](/i/_.gif)