2020-05-12

ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი, უნდა წარადგინონ (ელექტრონული ფორმით):

ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ.დანართი);
ბ) სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);
გ) სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი); 
დ) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);
ე) საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი); 
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 22 მაისი, 18:00 სთ.

სტუდენტებმა დოკუმენტები ელექტრონული ფორმით  უნდა გამოაგზავნონ lms-ის საშუალებით, გთხოვთ, შეტყობინების კატეგორიაში აირჩიეთ ფაკულტეტი და სათაურში მიუთითოთ "განაცხადი - სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს", გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტები გაერთიანებული უნდა იყოს ერთ ფაილად, რადგან lms.tsu.ge -ის მეშვეობით ერთ შეტყობინებაში შესაძლებელია ერთი ფაილის ატვირთვა.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 79 97 40
Print

« იხ. ყველა სიახლე