2019-10-30

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის შეხვედრა სტუდენტებთან

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის 25 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს, განხილული იქნა სასწავლო, საგამოცდო და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

კერძოდ, სტუდენტების მხრიდან დაისვა შემდეგი საკითხები:

1.    მაღლივ კორპუსში სტუდენტური სასადილოს ფუნქციონირება - თსუ ადმინისტრაციის ინფორმაციით ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია.
2.  მაღლივი კორპუსის პირველ სართულზე სტუდენტური სივრცის მოწყობის შესახებ - ფაკულტეტის ადმინისტრაცია ელოდება კონკრეტულ წინადადებებს სტუდენტური თვითმმართველობისაგან.
3.    LMS სასწავლო ბაზებთან დაკავშირებით - მზადდება წერილი ხარვეზების ჩამონათვალით, რომელიც გადაეგზავნება თსუ შესაბამის სამსახურს.
4.    მაღლივი კორპუსის დერეფნებში სასმელი წყლის დისპანსერების დადგმა -გაიგზავნება მიმართვა თსუ ადმინისტრაციაში.
5.    მაღლივ კორპუსში ლიფტების მუშაობასთან დაკავშირებით - შესაბამისი მითითება გაცემულია.
6.    ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანასთან დაკავშირებით არსებობს საერთო საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო რეგულაციები.
7.    სამხეთ კორეის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების შესახებ -სტუდენტების მიერ გამოთქმულ წინანდადებების შესახებ წერილობით ეცნობა თსუ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს. საპასუხო წერილის მიხედვით (იხილეთ დანართი) თსუ-ს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება სამხრეთ კორეის ორ უნივერსიტეტთან, თუმცა სტუდენტების გაცვლის პროცესი ვერ ხორციელდება დაფინანსების არარსებობის გამო.
8.    კომპიუტერული ტექნიკის არსებული ბაზების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით - დაგეგმილია ტექნიკის მნიშვნელოვანი განახლება 2020 წლისათვის.
9.    უცხო ენების სწავლების ხარისხთან მიმართებაში - ფაკულტეტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს უნივერსიტეტის ენების ცენტრთან.






Print

« იხ. ყველა სიახლე