2014-10-21

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ორშაბათს 27 ოქტომბერს, თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში 13:00-ზე მართავს საინფორმაციო შეხვედრას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სტუდენტებს შესთავაზებს სტაჟირებებს, ტრენინგებს, დებატებს ეკონომიკურ საკითხებზე და სხვა კონკურსებს.

ასევე ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის "სტატიების კონკურსის" გამარჯვებული თსუ დოქტორანტი, ვახტანგ ჭარაია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთ-ერთ სტუდენტს გადასცემს 300 ლარიან სასწავლო ვაუჩერს.
Print

« იხ. ყველა სიახლე