2019-05-17

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (რექტორი გიორგი შარვაშიძე), სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა (გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი) და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს (დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება სტუდენტებისთვის საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. კერძო, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, რომელიც ორიენტირებულია თსუ სტუდენტებს შესთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.





Print

« იხ. ყველა სიახლე