თსუ ბიზნეს ოლიმპიადა – 2012

ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფინალური ტური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში

2012 წლის 18 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–10 (მაღლივ) კორპუსში ჩატარდა ,,თსუ ბიზნეს ოლიმპიადა 2012“–ის ფინალური ეტაპი და გაიმართა გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება.

,,თსუ ბიზნეს ოლიმპიადა“ წარმოადგენს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის“ ერთ-ერთ მაშტაბურ პროექტს, რომელშიც მონაწილებას იღებენ სტუდენტთა ხუთკაციანი გუნდები, რომელთაც ევალებათ დარგის აქტუალური პრობლემების სრულყოფილი კვლევა და შესწავლა.

პროექტი მესამე წელია რაც ტარდება და იგი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელებს შორის საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობს. 2012 წელს ბიზნეს ოლიმპიადის მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 26 გუნდი. თითოეულ ეტაპაზე მონაწილე გუნდებს მოეთხოვებათ კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება. მონაწილე გუნდები წარმოადგენენ, მათ მიერ უკვე შერჩეული დარგის SWOT ანალიზს, PESTEL ანალიზს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. აქედან მეორე ტურში კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია 13 გუნდი, ხოლო მესამე – ფინალურ ეტაპზე გადავიდა ექვსი გუნდი, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე;

–„ტურისტები“– ეკო ტურიზმის განვითარება საქართველოში;
–„სხვა გუნდი“– ქარის ენერგია;
–„aflac“- ჯანმრთელობის დაზღვევა;
–„Geo-Nuts“– მეთხილეობის განვითარება საქართველოში;
–„ოქროს საწმისი“– მეცხვარეობის განვითარება საქართველოში;
–„ბიოლიდერი“– ბიომრავალფეროვნებ.

კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა პირველი სამი ადგილის მფლობელი:
 I ადგილი დაიკავა გუნდმა – „ტურისტები“ (ხელმძღვანელი პროფესორი ნინო ფარესაშვილი)
II ადგილი– „სხვა გუნდი“;
III ადგილი–„aflac“.

გარჯვებულ გუნდს გადაეცა საპრიზო ფონდი 1000 ლარის ოდენობით. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი დაჯილდოვდნენ წიგნებით. ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფინალში გასული ყველა გუნდი დააჯილდოვა ანაკლიაში ერთ კვირიანი საგზურით.

ფინალურ ეტაპს დაესწრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ბატონი ავთანდილ ჩუთლაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ბატონი აკაკი ხელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები.

ფინალურ ეტაპზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განივთარების სამინისტოროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და ახალგაზრდა ეკონომისტთა ფორუმიდან წარმომადგენლები.

პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან თსუ სტუდენტური თვითმმართველობა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

________________________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია- mail: youngeconomistsclub@gmail.com ტელ: 599 20 22 45