2016-03-28

ასოცირებული პროფესორის ინეზა გაგნიძის საერთაშორისო აღიარება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე არჩეულია ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (Business Systems Laboratory (BS-Lab)) სამეცნიერო საბჭოს წევრად.

ბიზნეს სისტემების ლაბორატორია დაარსებულია იტალიაში და არის არამომგებიანი პროფესიული და სამეცნიერო ასოციაცია, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევისა და სწავლების ხელშეწყობა სოციალური და ბიზნეს სისტემების მიმართულებით. ასოციაციის საქმიანობა ფოკუსირებულია სისტემურ მიდგომაზე ბიზნეს მეცნიერებებში და ფირმებსა და სამეცნიერო წრეებთან კონტაქტების გაფართოვებაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ასოციაციამ უკვე ჩაატარა მრავალი ღონისძიება, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმები ვალენსიაში (ესპანეთი), რომსა და პერუჯაში (იტალია). მიმდინარეობს მე-4 სიმპოზიუმისთვის მზადება, რომელიც დაგეგმილია გაიმართოს ვილნიუსში (ლიტვა) ა.წ. 24-26 აგვისტოს. ამ სიმპოზიუმზე ქართველი მონაწილეების 5 განაცხადი უკვე მიღებული და მოწონებულია.
ყველა ჩამოთვლილ სიმპოზიუმზე თსუ-ს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გაყევით ბმულს:
http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=159&Itemid=58&lang=en

Print

« იხ. ყველა სიახლე