მიმდინარე წლის 24 მარტს, ხუთშაბათს, 14.00 საათზე ჩატარდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

დღის წესრიგი

  1. გაზაფხულის სემესტრის  დაწყებასთან დაკავშირებით (მომხს. დეკანის მ.შ. სრ. პროფ. ე. ხარაბაძე);
  2. სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მოწვეულ ხელმძღვანელებთან შრომის ანაზღაურების შესახებ (მომხს. დეკანის მ.შ. სრ. პროფ. ე. ხარაბაძე);
  3. აკადემიური ხარისხების მინიჭების შესახებ (მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ. შ. ასოც. პროფ. ე. ლეკაშვილი);
  4. უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“  და ,, კომპიუტერული ტექნოლოგიები“  დამტკიცების შესახებ (მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ. შ. ასოც. პროფ. ე. ლეკაშვილი);
  5. სასწავლო კურსების – მარკეტინგის საფუძვლები 1–ის მარკეტინგი 1–ით (მარკეტინგის საბაზისო კურსი) და მარკეტინგის საფუძვლები 2–ის  მარკეტინგი 2–ით (მარკეტინგის კომპლექსი) შეცვლის შესახებ (მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ. შ. ასოც. პროფ. ე. ლეკაშვილი);
  6. 2007–2011, 2008–2012; 2009–2013; 2010–2014 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებით  მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის/ კვალიფიკაციის   ცვლილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N 120/ნ (2010 წლის 10 დეკემბერი) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ შესაბამისად (მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ. შ. ასოც. პროფ. ე. ლეკაშვილი);
  7. მიმდინარე საკითხები.