,,თსუ ბიზნეს ოლიმპიადა 2012“

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფინალური ტური თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2012 წლის 18 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსისის მე–2 სართულზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ,,თსუ ბიზნეს ოლიმპიდა 2012-ის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
 ,,თსუ ბიზნეს ოლიმპიადა“ წარმოადგენს ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის“ ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტს, რომელშიც მონაწილებას იღებენ ხუთკაციანი გუნდები, რომელთაც ევალებათ დარგის აქტუალური პრობლემების სრულყოფილი კვლევა და შესწავლა.
პროექტი მესამე წელია რაც ტარდება და იგი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელებს შორის საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობს. 2012 წელს ბიზნეს ოლიმპიადის მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 26 გუნდი. აქედან მეორე ტურში კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია 13 გუნდი, ხოლო მესამე ეტაპისთვის მონაწილეობას იღებს ექვსი გუნდი. თითოეულ ეტაპაზე მონაწილე გუნდებს მოეთხოვებოდათ კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება. მესამე ეტაპზე, რომელიც 18 ივნისს მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება, მონაწილე გუნდები წარმოადგენენ, მათ მიერ უკვე შერჩეული დარგის SWOT ანალიზს, PESTEL ანალიზს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი. რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები.
პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან: სტუდენტური თვითმმართველობა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ფინალურ ეტაპს დაესწრება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები. ფინალური ეტაპისთვის ასევე მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები: სოფლის მეურნეობის,  სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებიდან, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციიდან ,,ელკანა“, არასამთავრობო ორგანიზაციიდან ,,ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი“ და ტურიზმის დეპარტამენტიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია- mail: youngeconomistsclub@gmail.com ტელ: 599 20 22 45