სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის დასკვნით ეტაპი

2011 წლის 16 დეკემბერს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე თსუ დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტებისა და ბაკალავრიატის სუდენტებისთვის ჩატარდა II საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“ დასკვნით ეტაპი.

კონფერენცია გახსნა  ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ბატონმა აკაკი მიქაბერიძემ. ავტორიტეტულ ჟიურის ხელმძრვანელობდა თსუ სრული პროფესორი, ბატონი სიმონ გელაშვილი. კონფერენციის მონაწილეების მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა მაღალი შეფასებები მიიღეს.

კონფერენციის ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლენილ იქნა პირველ სამ ადგილზე გამარჯვებულები:

I ადგილი - ანა ბურდული, ანა გორგოძე (ხელმძღვანელი - სრ. პროფ. ს.გელაშვილი);
II ადგილი - დოქტორანტი ირაკლი მაკალათია (ხელმძღვანელილი - ასოც. პროფ. ბ. გაბიძაშვილი);
IIIადგილი - ბაკალავრიატის სტუდენტი გიორგი მორჩილაძე (ხელმძღვანელილი - ასოც. პროფ. გ. ერქომაიშვილი)