24 ივლისს ჩვენს ფაკულტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – დიმიტრი შაშკინი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – ნიკოლოზ რურუა ეწვივნენ.

   სტუმრებმა ჩვენს რექტორთან, ბატონ გია ხუბუასან ერთად მაღლივ კორპუსში ახალი სპორტული დარბაზი გახსნეს. ღონისძიებაზე ასევე გაკეთდა განცხადება ახალი საკალათბურთო ლიგის დაარსების შესახებაც, რომელიც თსუ–ს ბაზაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

   დარბაზი მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინვენტარით.