საერთაშორისო კონგრესი ქალაქ ციურიხში

ქართველ მეცნიერთა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

შევიცარიის ქალაქ ციურიხში, 2011 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაიმართება სოფლის მეურნეობის  ეკონომისტების ევროპული ასოციაციის (The European Association of Agricultural Economists) მე–13 კონგრესი – ,,ცვლილებები და განუსაზღვრელობა“ (Change and Uncertainty) – სოფლის მეურნეობის, სასურსათო და ბუნებრივი რესურსების პრობლემები. კონგრესში  მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ეროვნების 600-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი, 100-ზე მეტი სტუდენტი და ამ დარგის სპეციალისტი.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორის ეთერ ხარაიშვილისა და ასოცირებული პროფესორის მარინა ნაცვალაძის მიერ კონგრესზე საკონკურსოდ გაგზავნილ იქნა სამეცნიერო-კვლევითი პოსტერი თემაზე:  „ბიო–პროდუქტები, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძველი“ (Bio-production as the basis of the development of Georgian sustainable agriculture), რომელიც ორი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებისა  და სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე არჩეული იქნა საუკეთესოებს შორის.