2019-10-10

ვორქშოპი თემაზე: ინტერ და ტრანსდისციპლინური კვლევის მეთოდოლოგია. ვორკშოპს ჩაატარებს ლეოპანას უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ული ვილსმაიერი

2019 წლის 15-16 ოქტომბერს, თსუ მაღლივ კორპუსში 206 აუდიტორიაში გაიმართება ვორქშოპი თემაზე: ინტერ და ტრანსდისციპლინური კვლევის მეთოდოლოგია.  აღნიშნული მეთოდოლოგია განკუთვნილია და ეფექტიანად გამოიყენება კომპლექსური პრობლემების შესასწავლად. შეხვედრის პირველ დღეს (15 ოქტომბერი), განხილული იქნება ინტერ და ტრანსდისციპლინური კვლევის ფუნდამენტური ასპექტები. მეორე დღეს (16 ოქტომბერი), ყურადღება გამახვილდება კვლევის კონცეპტუალურ ასპექტებზე და პრაქტიკულ მაგალითებზე.

ვორქშოპი განკუთვნილია დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპლექსური პრობლემების კვლევით და მეთოდოლოგიური მიდგომებით.

ვორკშოპს ჩაატარებს ლეოპანას უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ული ვილსმაიერი

ვორქშოპი დაწყების დრო: 19 საათი
თსუ მაღლივი კორპუსი, აუდიტორია 206
სამუშაო ენა: ინგლისური
საკონტაქტო პირი: მერაბ ხოხობაია 577 213 000, merab.khokhobaia@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე