თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებით

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებით ტუტორები სტუდენტებს კონსულტაციების გაუწევენ 16 თებერვლიდან 28 თებერვლამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა დილის 10 საათიდან 13 საათამდე და 14 საათიდან 17 საათამდე. კონსულტაციები ჩატარდება მაღლივ კორპუსში მეოთხე სართულზე აუდიტორია № 414.