2020-02-20

შეხვედრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებთან

20 თებერვალს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ეწვივნენ. უფროსკლასელ მოსწავლეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე მამუკა ხუსკივაძე, ფაკულტეტის ფინანსური მენეჯერი აკაკი მიქაბერიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით ნერგაძე. სტუმრებმა სკოლის მოსწავლეებს უამბეს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებისა და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების პერსპექტივების შესახებ.




Print

« იხ. ყველა სიახლე