ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მორიგი წარმატება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა II ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა სამი ჯგუფი სხვადასხვა თემების მიხედვით:
  1. თემა: მეფუტკრეობის განვითარება საქართველოში. მომხსენებლები: ირაკლი ივანიძე, გიორგი კურტანიძე, ივანე მესხი, იაგო ფორჩხიძე.
  2. თემა: მეღვინეობის განვითარება საქართველოში. მომხსენებლები: ავთანდილ აბაშიშვილი, გულიკო დემეტრაშვილი, მარიამ იაკობიძე, ნათია ჯაოშვილი, ლევან ქვარიანი
  3. თემა: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა საქართველოში. (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება) მომხსენებელი: ავთანდილ აბაშიშვილი
კონფერენციაზე საპრიზო ადგილების გამოვლენა არ ყოფილა, თუმცა ჟიურიმ  რამდენიმე საუკეთესო მომხსენებელი გამოავლინა და დიპლომები გადასცა.

თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამივე გუნდმა, როგორც საუკეთესო მომხსენებელმა, აიღო აღნიშნული დიპლომი,

სამივე თემის ხელმძღვანელია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის კათედრის პროფესორი ნინო ფარესაშვილი.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და მათ პედაგოგს კიდევ ერთ აღიარებას.