ბანკი „რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
მაგისტრატურისა და
ბაკალავრიატის მე–4 კურსის სტუდენტების
საყურადღებოდ!

ბანკი „რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ აცხადებს ვაკანსიას  კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე. (Customer  Service  Officer)

პოზიციის სახელწოდება:  კლიენტთა მომსახურების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: ბანკ „რესპუბლიკის“ თბილისის ფილიალები
კონტრაქტი:  რეზერვი

ძირითადი მოვალეობები:

•    ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის  საბარათე,  საანაბრე ანგარიშების გახსნა–დახურვა, ცვლილება, ოპერაციების წარმოება.  
•    ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების საქმიანობის განხორციელება
•    ინტერნეტ საბანკო მომსახურება
•    ორგანიზაციების სახელფასო პროგრამით მომსახურება
•    სწრაფი ფულადი გზავნილების და გადარიცხვების განხორციელება
•    ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
•    საბანკო გადარიცხვების (ადგილობრივი და საერთაშორისო) შესრულება
•    ვალუტის გაცვლა

მოთხოვნები:

•    განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/ფინანსების სფეროში
•    პიროვნული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწესრიგებული, ენერგიული
•    ენები:  ინგლისური , რუსული


ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და ფოტო  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@republic.ge
არა უგვიანეს 2013 წლის 29 მარტისა
.
გთხოვთ  პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ მეილის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.