2015-10-12

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეხვედრები პერუს დედაქალაქ ლიმაში

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია, როგორც აკადემიური საზოგადოებისა და ახალგაზრდა მკვლევარების წარმომადგენელი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პერსონალური მიწვევით ა.წ. 3-10 ოქტომბერს იმყოფებოდა პერუს დედაქალაქ ლიმაში, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.



საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდა ოფიციალური სახელმწიფო დელეგაცია ფინანსთა მინისტრის, თსუ პროფესორის ბატონ ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით.



ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ ჭარაიას შესაძლებლობა მიეცა დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო მისთვის სასურველ ყველა შეხვედრას, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის დელეგაცია და ასეულობით საერთაოშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. მონაწილეთა მთლიანმა რაოდენობამ კი 20 000-ს გადააჭარბა.



ვახტანგ ჭარაიას შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხემძღვანელებს, ქალბატონ კრისტინა ლაგარდს, დოქტორ კიმს და ნობელის პრემიის ლაურეატ პროფესორ ჯოზეფ სტიგლიცს.








Print

« იხ. ყველა სიახლე