2013-11-06

თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა

ა.წ. 6 ნოემბერს მაღლივ კორპუსში შედგა თსუ რექტორის აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან. შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის ახლადარჩეული დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

განხილულ იქნა უნივერსიტეტის და ფაკულტეტის წინაშე მდგარი მრავალი მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემა. საუბარი შეეხე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების, უცხოური ლიტერატურის თარგმნის, სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკაზე გაშვების, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ამომწურავად უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ვრცლად ისაუბრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თსუ სრული პროფესორი ნოდარ ხადური და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, თსუ სრული პროფესორი დავით ნარმანია.










Print

« იხ. ყველა სიახლე