2013-07-02

ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა პირველი ღია კარის დღე


1 ივლისს ჩატარდა ღია კარის დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსოტეტისა და ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" დაინტერესებული პირებისათვის.

შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა აკაკი ხელაძემ, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მენეჯერმა სოფიკო ჯვარშეიშვილმა და კოორდინატორმა ლაშა ტაბატაძემ.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მისამართზე: http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/economics/news/bpvWHtrnapYdZgP-i/?p=1

აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესის გამო ივლისის ბოლოს დაგეგმილია კიდევ ერთი ღია კარის დღის გამართვა.











Print

« იხ. ყველა სიახლე