2015-06-26

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის  2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მონაწილეობის მსურველებმა ( დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა) გთხოვთ, 2015 წლის 24 ივნისიდან  20 ივლისის ჩათვლით, გაიაროთ რეგისტრაცია sms.tsu.ge-ს პირად გვერდზე.

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია ჩატარდება ივლისის თვეში. დაზუსტებულ თარიღს დამატებით გაცნობებთ.

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის რეგისტრაცია მოგვიანებით დაიწყება. საზეიმო ღონისძიება კი სექტემბრის თვეში გაიმართება.

Print

« იხ. ყველა სიახლე