2016-11-01

ცხადდება მიღება საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო ტრენინგ–კურსის პროგრამაზე: ლიდერობა – მართვის ხელოვნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია აცხადებს მიღებას
საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო ტრენინგ–კურსის პროგრამაზე:

ლიდერობა – მართვის ხელოვნება

1 დეკემბრიდან

კურსის სტრუქტურა და შინაარსი:

1.    ლიდერობის თანამედროვე გაგება და გამოწვევები;
2.    პიროვნების ინდივიდუალური განვითარების დაგეგმვა;
3.    დაბრკოლების გადალახვის გზები საქმიან ურთიერთობებში;
4.    დროის მართვის ხელოვნება;
5.    საქმიანი ადამიანის იმიჯი, ეტიკეტი;
6.    პიროვნული ურთიერთობების მართვა;
7.    დარწმუნების ხერხები საქმიან ურთიერთობებში;
8.    სხეულის ენა, მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები;
9.    ფარული მართვა საქმიან ურთიერთობებში;
10.    ლიდერობა ორგანიზაციაში: ორგანიზაციის დიზაინის ფორმირება, ორგანიზაციული კულტურის მართვა, ცვლილებების მართვა;
11.    საქმიან გარემოზე ზემოქმედება: მოსმენის, პრეზენტაციის, თათბირის ჩატარების ხელოვნება;
12.    კონფლიქტების მართვა საქმიან ურთიერთობებში.

სასწავლო კურსის ფორმატი ითვალისწინებს:
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას,
პროექტების პრეზენტაციას,
ცოდნის შეფასებას,
სათანადო სერტიფიკატების გადაცემას.

კურსის ღირებულება:  თითოეულ მსმენელზე 250 ლარი

კურსის მოცულობა: 26 საათი

კურსს უძღვებიან:  ნატალია ხარაძე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ.
ეკატერინე გულუა, ეკონომიკის დოქტორი, ასისტენტ–პროფესორი, თსუ.
ნიკოლოზ მახარაშვილი, დოქტორი, პროფესორი, შავი ზღვის უნივერსიტეტი.

კურსის სამიზნე ჯგუფი:  ნებისმიერი დაინტერესებული

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ-ს მეათე (მაღლივი) კორპუსი, მეთორმეტე სართული, ოთახი № 1212/1213; ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია.

საკონტაქტო პირები:
ნატალია ხარაძე tel: 595053269
ეკატერინე გულუა tel: 599401174

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1.    პირადობის მოწმობის ასლი;
2.    გადახდის ქვითარი;
მიმღების დასახელება - ხაზინის ეთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო  ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22    ანგარიშის ნომერი: 7 0896 7253    ს/კ:  204 864 548
მიზნობრიობა: ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის ტრეინინგ-კურსის საფასური


Print

« იხ. ყველა სიახლე