2015-09-21

ველინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ ესტატე ხმალაძის ლექციების ციკლი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ველინგტონის უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) პროფესორი ესტატე ხმალაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ლექციების ციკლს თანამედროვე ეკონომიკურ პრობლემებზე.
ლექციების კონკრეტული თემატიკა და განრიგი ასეთია:

1. საბაზრო ეკონომიკაში მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილებების წინასწარ განსაზღვრის მეთოდები
  – ხუთშაბათს, 24 სექტემბერს 14:00 სთ–ზე, თსუ–ს მაღლივი კორპუსი,  1102 აუდიტორია;

2. შემთხვევითი ფასების ფორმირების მექანიზმი
  – პარასკევს, 25 სექტემბერს 15:00 სთ–ზე, თსუ–ს მაღლივი
კორპუსი, 209 აუდიტორია;

ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე. ყოველი ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

Print

« იხ. ყველა სიახლე