2016-04-11

ბიზნესის დაწყების შესაძლებლობები სტუდენტებს - პროექტ “Startup მარანის“ საინფორმაციო შეხვედრა


15 აპრილს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში,  ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს  ვიწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტ “Startup მარანის“ წარმომადგენლებთან.

საუბარი იქნება იმ პროცედურაზე, რომელსაც გადის მეწარმე იდეის დამუშავებიდან სიცოცხლისუნარიან ბიზნესად ქცევამდე. ასევე, სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული დაფინანსების მოპოვების არხებსა და "Startup მარანის" პირობების შესახებ.

"Startup მარანი" დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, რითაც ხელს უწყობს ახალი, ინოვაციური იდეების რეალიზებას. პროექტის მეშვეობით, დამწყებ მეწარმეებს აქვთ შანსი მოიპოვონ დაფინანსება, ინვესტორებს კი შესაძლებლობა - გაეცნონ ინოვაციურ იდეებს და დააბანდონ ინვესტიცია მათთვის საინტერესო ბიზნეს იდეებში.

დასწრება თავისუფალია!
Print

« იხ. ყველა სიახლე