რეგისტრაცია B2 დონის სერთიფეკატის მისაღებად გერმანულ ენაში

სტუდენტთა საყურადრებოდ!
ევროპული ენების ინსტიტუტი (ELI) გაცნობებთ, რომ თსუ სტუდენტებისათვის ცხადდება რეგისტრაცია  B2 დონის სერთიფეკატის მისაღებად გერმანულ ენაში.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც შარშან არ მონაწილეობდნენ ევროპული ენების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტესტებში.
გამოცდა ჩატარდება 2012 წლის 29 დეკემბერს, თსუ ბიბლიოთეკის შენობაში, საათი დაიდება ევროპული ენების  ინსტიტუტის ვებგვერდზე 22 დეკემბერს  www.eli.ge.
რეგისტრაციის გავლის ვადა 15 ნოემბრიდან – 29 ნოემბრამდე. რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტებმა იმეილით უნდა გამოაგზავნონ გვარი, სახელი, ფაკულტეტი და კურსი შემდეგ მისამართზე info@eli.ge.