ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-16

სტუდენტური კონფერენცია თემაზე კვების ბაზრის პრობლემები საქართველოში და ქალაქების განვითარების გეგმა

სტუდენტური კონფერენცია თემაზე კვების ბაზრის პრობლემები საქართველოში და ქალაქების განვითარების გეგმა
2015 წლის 15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტმა ქ-ნი ნინო ფარესაშვილის, ბ-ნი მერაბ ხმალაძის, ქ-ნი მანანა ლობჟანიძის, ქ-ნი ეთერ ხარაიშვილისა და ქ-ნი ინეზა გაგნიძის დახმარებით ჩაატარა პროექტი სტუდენტური კონფერენცია. პროექტის ფინალში მონაწილეობა მიიღო 10მა კონკურსანტმა. გამარჯვებული გახდა ნინო მაკასარაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მე-4 კურსი),მეორე ადგილის მფლობელი ნიკოლოზ მაზანაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 1ლი კურსი),მესამე ადგილი ნატო გოლიაძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-2 კურსი). ათივე მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები.

Print

« იხ. ყველა სიახლე