სოციალური მარკეტინგის მსოფლიოს კონფერენციაზე


2013 წლის წლის 21-24 აპრილს კანადის ქალაქ ტორონტოში, გაიმართა სოციალური მარკეტინგის მსოფლიო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა მარკეტინგის დარგში მომუშავე 45 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი  (http://wsmconference.com). კონფერენციის მთავარ სლოგანს წარმოადგენდა "ცვლილებები უკეთესობისაკენ", რაც გულისხმობს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით უფრო მეტი სოციალური სარგებლის მიღებას საზოგადოებისათვის.

კონფერენციაზე მოსმენილ იქნა მსოფლიოს ცნობილი მარკეტინგული სკოლების მეცნიერთა მრავალფეროვანი მოხსენებები სოციალური მარკეტინგის განვითარების თანამედროვე პერსპექტივების შესახებ. ნაჩვენები იქნა ექსპოზიცია პრაქტიკოს მარკეტოლოგების ჩატარებული კონკრეტული საქმიანობების შესახებ.

საქართველოდან აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი,  სრული პროფესორი ნუგზარ თოდუა და ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა მოხსენება თემაზე "მომხმარებელთა ქცევის ცვლილებები სოციალური მარკეტინგის საშუალებით საქართველოს მაგალითზე",  რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
 
ფოტო 1. თსუ მარკეტინგის კათედრის პროფესორები
პროფესორ ფილიპ კოტლერთან ერთად.


ფოტო 2. თსუ მარკეტინგის კათედრის პროფესორები
კონფერენციის დელეგატებთან ერთად.