2014-10-28

სემინარი სტუდენტებისათვის: “სოციალური მეწარმეობის კონცეფცია და მსოფლიო გამოცდილება”

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ:

ხართ ენერგიული, ინოვაციების მოყვარული, შემოქმედებითი ახალგაზრდა?

მაშინ თქვენ დაგაინტერესებთ სემინარი


“სოციალური მეწარმეობის კონცეფცია და მსოფლიო გამოცდილება”


სემინარზე საუბარი იქნება ბიზნესის კეთების ალტერნატიულ გზებზე. სემინარი ინტერაქტიური ხასიათისაა და გამდიდრებულია ფოტო-ვიდეო მასალით. ასევე თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ”სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014” კონკურსის შესახებ.

სემინარს გაუძღვებიან სოციალური მეწარმეობის საკითხის ექსპერტები “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან” და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან”.

სემინარი ჩატარდება პარასკევს, 7 ნოემბერს, 13.00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206 (ფილიპე გოგიჩაიშვილის) აუდიტორიაში. სემინარი გაიხსნება ფურშეტით.
სტუდენტების დასწრება თავისუფალია!
Print

« იხ. ყველა სიახლე