ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-06

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ფინანსურ დეპარტამენტში.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ბაკალავრიატის მე-3,მე-4 კურსელებისა ან მაგისტრატურის
სტუდენტების საყურადღებოდ!
 
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ფინანსურ დეპარტამენტში.

სასურველია რომ აღნიშნულ კადრებს გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაციები:
•         Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა
•         მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA>3.0), საგნებში რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან (Financial Accounting, Cost Accounting  და ა.შ.)
•         ინგლისური/რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე
•         ანალიტიკური აზროვნების წერილობით გადმოცემის უნარი
•         შეზღუდულ დროში დიდი მოცულობის სამუშაოსთან გამკლავების უნარი
•         დეტალებზე კონცეტრირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
•         პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის მაღალი გრძნობა
 
აღნიშნული კადრების მოვალეობაში შევა :
•         ინფორმაციის შეგროვება ყველა კაპიტალური დანახარჯების და რემონტების ბიუჯეტირებულ/ავარიულ პროექტზე.
•         ყველა დაწყებული პროექტზე გაწეული ხარჯების კონტროლი, ყოველდღიურ რეჟიმში.
•         მოამზადოს შესაბამისი გაფრთხილებები, პასუხისმგებელი პირებისთვის.
•         შეიმუშაოს ხარჯების ოპტიმიზაციისათვის აუცილებელი პროცედურები, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები და დასკვნები
•         კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ყველა ერთეულისთვის ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
•         ფინანსური მოდელებისთვის დანართების მართვა და მენეჯმენტის ინფორმირება შესაძლო ფინანსური დაბრკოლებების შესახებ;
•         ბიუჯეტთან გადახრების ანალიზის წარმოება
•         კოორდინაცია გაუწიოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მონაცემების მიღება/დამუშავებას
 
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა (ვიმეორებთ, ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის, ან მაგისტრატურის სტუდენტებმა, ვინც სწავლობს ფინანსებისა და საბანკო საქმის ან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით და გაქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება: GPA>3.0) თქვენი CV სურათით გამოგზავნოთ არაუგვიანეს 12 მარტისა მისამართზე economics@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე