ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-31

მსოფლიო მარათონი ქველმოქმედებისთვის


პარასკევს, 4 აპრილს 14.00 საათზე თსუ პირველ კორპუსში, 115-ე აუდიტორიაში და
ორშაბათს, 7 აპრილს 12.00 საათზე, მაღლივ კორპუსში 206-ე აუდიტორიაში

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები კახა მაღრაძე და თინათინ სამყურაშვილი შეხვდებიან სტუდენტებს. შეხვედრა შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, კერძოდ კი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას „Wings for Life World Run”, რომელიც მთელ მსოფლიოს ქველმოქმედებისთვის ერთ დღეს, ერთსა და იმავე დროს აერთიანებს.
 
მსოფლიო რბენა 4 მაისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე კახეთში გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/1mh9UtJ
 
გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას. გთხოვთ, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ ღონისძიების შესახებ. მსურველების მონაწილეობას Wings for Life World Run-ზე უნივერსიტეტი დააფინანსებს.   
 
გავერთიანდეთ ქველმოქმედებისთვის, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ დიდი გუნდი ვართ.

გელოდებით შეხვედრაზე ყველას!

Print

« იხ. ყველა სიახლე