მიკროეკონომიკა - ფინალური გამოცდა (ძირითადი) იანვარი-თებერვალი

თეორიული საკითხების პროგრამა

თავი 6. არჩევანი განუსაზღვრელობის პირობებში
  1. სარისკო გადაწყვეტილებები
  2. სარისკო შედეგების შეფასება
  3. რისკის პრემია
თავი 7. წარმოების ფაქტორები და საწარმოო ფუნქცია
  1. წარმოების ფაქტორებისა და საწარმოო ფუნქციის არსი
  2. საწარმოო ფუქცია ერთი წარმოების ფაქტორით
  3. საწარმოო ფუქცია ერთზე მეტი  წარმოების ფაქტორით
  4. წარმოების ფაქტორების შენაცვლების შესაძლებლობები
  5. სპეციალური საწარმოო ფუნქციები
  6. მასშტაბიდან უკუგება
თავი 8. წარმოების თეორია და წარმოების დანახარჯები
  1. მწარმოებლის წონასწორობა
  2. ფირმის ამონაგები და წარმოების დანახარჯები მოკლევადიან პერიოდში
  3. წარმოების სიხისტე მოკლევადიან პერიოდში
  4. გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერიოდის დანახარჯებს შორის დამოკიდებულება
თავი 9. დანახარჯთა მინიმიზაცია და ფაქტორთა ოპტიმალური არჩევანი
  1. დანახარჯთა მინიმიზაცია გრძელვადიან პერიოდში
  2. დანახარჯების მინიმიზაციის პრობლემის შედარებითი სტატიკური ანალიზი
  3. დანახარჯთა მინიმიზაცია მოკლევადიან პერიოდში
  4. მოთხოვნა ფაქტორებზე მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში
ამოცანების პროგრამა

თავი 6. არჩევანი განუსაზღვრელობის პირობებში
ამოცანები:  1, 2, 4, 7, 9.
თავი 7. წარმოების ფაქტორები და საწარმოო ფუნქცია
ამოცანები:   1, 3,  6, 7.
თავი 8. წარმოების თეორია და წარმოების დანახარჯები
ამოცანები:   1, 2, 4, 5, 6.
თავი 9. დანახარჯთა მინიმიზაცია და ფაქტორთა ოპტიმალური არჩევანი
ამოცანები:   1, 2,  3, 4, 5.                              

შენიშვნა: ტესტები მოიცავს 1-9 თემის საკითხებს
გამოცდის ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები
გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით.

გამოცდის ფორმატი  
I.    ორი თეორიული საკითხი (ქეის კითხვის მიხედვით);
II.    ორი ამოცანა;
III.     10 ტესტი.

შეფასების ქულები და კრიტერიუმები

I.   თითოეული თეორიული საკითხის შეფასება 10 ქულა, სულ 20 ქულა  
             

 შეფასების კრიტერიუმები:

1. პასუხის ლოგიკური და  თანმიმდევრული გადმოცემა – 5 ქულა;
2. ძირითადი ცნებების განმარტება _ 2 ქულა;
3. გრაფიკული ანალიზი – 3  ქულა;
II.  თითოეული ამოცანის  შეფასება 5 ქულა,  სულ 10 ქულა

  შეფასების კრიტერიუმები:
  1. სწორი პასუხი ფორმულებისა და ლოგიკური მსჯელობის გამოყენებით  _ 5 ქულა;
  2. პრობლემის ლოგიკურად დასმა, მაგრამ ნაწილობრივ  მცდარი მათემატიკური ანალიზი _  3 ქულა;
  3. საკითხის დასმა, მაგრამ მცდარი ფორმულები, მცდარი გრაფიკული ანალიზი, არასწორი პასუხი _ 1 ქულა.
III. თითოეული ტესტის შეფასება 1 ქულა, სულ 10 ქულა

მაქსიმალური შეფასება 40 ქულა